суббота, 15 ноября 2008 г.

gearn საცდელი პროექტი " ლიდერთა ფავორიტები"

gearn საცდელი პროექტი „ლიდერთა ფავორიტები".

პროექტის სახელწოდება: „ლიდერთა ფავორიტები".

პროექტის მოკლე აღწერა: მოსწავლეები სწავლობენ და აანალიზებენ ისტორიიდან ლიდერების და მათი რჩეულების-ფავორიტების ცხოვრებას და მათ როლს ისტორიაში.

პროექტის სრული აღწერა:საუკუნეების მანძილზე მეფეებს და ქვეყნის მმართველებს ყოველთვის ჰყავდათ ისეთი ადამიანები ანუ ფავორიტები, რომლებსაც სხვაზე მეტად სწყალობდნენ და განსაკუთრებულ პრივილეგიებს ანიჭებდნენ, ისინი მეფის კარზე დიდი გავლენით სარგებლობდნენ და გარკვეული კვალი დასტოვეს ამ ქვეყნის ცხოვრებაში.
მოსწავლეები შეისწავლიან ასეთი ლიდერებისა და მათი ფავორიტების ცხოვრებას, გააანალიზებენ იმ მიზეზებსა და გარემოებებს, თუ როგორ გახდნენ ეს ადამიანები ფავორიტები, რა დათმეს და რა მოიგეს ამის შედეგად მათ, როგორ გამოიყენეს მათ ეს გავლენა თავისი თავისთვის და მოახერხეს თუ არა გარკვეული კვალის დატოვება ქვეყნის ცხოვრებაში, როგორი იყო ეს კვალი.

მონაწილეთა ასაკი:პროექტში მონაწილეობას მიიღებენ მე-9 და მე-10 კლასები, 15-17 წწ.

ვადები/ხანგრძლივობა: 2008 წლის დეკემბერი-2009 წლის მარტი

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:ლიდერთა, მათი ფავორიტების ცხოვრების ამსახველი მასალის მოძიება, ფოტო-მასალის მოძიება, მათი გამოფენა, სლაიდებისა მომზადება, დისკუსიის მოწყობა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას:შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, მოეწყობა ფოტო-გამოფენა, ჩატარდება პრეზენტაცია, გაკეთდება ბუკლეტები, გაკეთდება ვებ-გვერდი.

სარგებელი სხვებისათვის:ამ პროექტის საიტის დამთვალიელებლები გაიღრმავებენ ცოდნას ისტორიაში, დაწვრილებით გაიგებენ თუ რომელ ლიდერს ვინ ჰყავდა ფავორიტი, არის თუ ამ მოვლენის ანალოგი თანამედროვეობაში და რა გავლენა აქვთ მათ ისტორიაში.

სამუშაო ენა: ქართული (შესაძლებლობის შემთხვევაში (ინგლისური)

ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორიაში, ქართულ ენასა და ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, ხელოვნებაში; გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში (ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა).

მონაწილეები სხვა სკოლებიდან: დიდი სიამოვნებით ვიწვევ თანამშრომლობისაკენ ყველა დაინტერესებულ სკოლას, წინსწარ გიხდით მადლობას ყველას გაწეული დახმარებისათვის.

პროექტის ფასილიტატორის სახელი: ანზორი ბაბუნაშვილი

პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა: anzori.bab@gmail.com; anzori_82@mail.ru

პროექტის ფორუმი:დისკუსია "GEARN"-ზე: საცდელი პროექტი "ლიდერთა ფავორიტები".

პროექტის ვებ-გვერდი:http://lidertafavoritebi.blogspot.com/